Saturday, July 11, 2015

            დგე 9.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,თითოეულს გვყავდა ჩვენი თეთრი  და შავი ოპონენტი,საიტერესო იყო შეფასებები,როცა სხავას ვაფასებდი პარალელურად ჩემი ნაშრომის ნაკლზეც მეფიქრებოდა.ბევრი ნაკლი დავინახე ჩემს პროექტში,რაც უკვე უფრო მარტივი გამოსასწორებელია ჩემთვის.
            კარგი ტრენინგი იყო მართლას,ასევე ტრენერიც,რომელმაც დიდი შრომა გასწია  ჩვენთვის,ნაბიჯ -ნაბიჯ მიგვიყვანა  შედეგამდე.
               ბევრი რამე შევისწავლე პროექტის გაკეთების კუთხით,რასაც ზედაპირულად ვაკეთებდი ადრე.ყველაფერი დაკონკრეტებულია და გაიოლებულია როგორც ჩვენთვის ასევე მოსწავლეებისთვის,უფრო მიზანმიმართულია,გამრავალფეროვნებულია.ასე ,რომ უფრო უკეთესი და საინტერესო უნდა იყოს ჩვენი შემდგომი პროექტები.საიტერესო იყო ეს კურსი ,როგორც ტექნიკური აგრეთვე შინაარსობრივი კუთხით.მადლობას ვუხდი ყველას ვინც ეს პროექტი ჩვენთვის დაგეგმა და განახორციელა.
                                                        დიდი მადლობა გვანტსა მასწავლებელო.

Wednesday, July 8, 2015

        დგე 8-მოვისმინე პრეზენტაციები,განვიხილეთ ისევ პროექტის გაკეთების საფეხურები.განვიხილეთ მოდული 7.ფასილიტაცია, როგორ მივცეთ მოსწავლეს დავალება ,რომ მისთვის გასაგები იყოს მისი შესრულების გზა,ამისთვის გამოვიყენოთ საიტი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ინტელში .ეს სახალისოს და გასაგებს გახდის მოსწაავლეებისთვის მიცემულ დავალებას.

Monday, July 6, 2015

დგე  7.განვიხილეთ მოდული 6,როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ მოსწავლეთა დიფერენცირება,თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით,გარდნერის და ბლუმის მიხედვით.გავაკეთეთ გარკვეულ თემის მიმართულებით მოსწავლეთა ცოდნის დიფერენცირება.მოსწავლეს უნდა მივცეთ  არჩევანის საშუალება ,რა კუთხით იმუშავებს  საკითხზე.ვეცდები გამოვიყენო   განხილული საკითხი ჩემს პროექტში.

Saturday, July 4, 2015

      დგე 6.განვიხილეთ ჩვენი  გაკეთებული სლაიდები, შევამოწმეთ.ტრენერმა გარკვეული შეფასება მოგვცა.მიგვითითა მცდარ მიმართულებებზე  და გვიჩვენა გზა ,როგორ უნდა შევადგინოთ  ჩვენი პროექტის სლაიდშოუ   უფრო მართებულად, ისე ,რომ მთავარი არ გამოგვრჩეს. მე ვფირობ,რომ ეს დამეხმარება  უფრო საიტერესო გახდეს ის.

.         განვიხილეთ მოდული 5-სადაც განვიხილეთ თუ როგორ გამოვიყენებთ ტექნოლოგიებს ეფეტურად მოსწავლეებისათვის სწავლების პროცესში და აგრეთვე მათი შეფასებისთვის,ვნახეთ რესურსები,რომელიც შაბლონების სახით იყო,რის მიხედვითაც შევაფასეთ ზოგიერთი პროექტები .ვფიქრობ ეს  არის  პროექტის გადახედვის კიდევ ერთი საშუალება, მისი გაუჯობესებისა და,დახვეწისათვის.                                                                          

Wednesday, July 1, 2015

              დღე  5.განვიხილეთ მოდული 3.-პორტფოლიოს რუბრიკა,როგორ მივუსადაგოთ ჩვენს პროექტს.2.სტანდარტების და მიზნების რუბრიკა,რომელის მიხედვით გათვლილი უნდა იყოს ჩვენი გეგმა.გეგმაში უნდა გავითვალისწინოთ სხადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების შესაძლებლობები.3.მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები,რომელსაც გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად.გავეცანი მოდული 4 ს,სლაიდების გაკეთებას ,რომელიც აუცილებელია მუშაობისთვის ,შედეგის მისაღწევად.